09:19 - 27 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 10:30:26, 2208 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი კონგრესმენ ჯონ მოოლენაარს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კონგრესმენ ჯონ მოოლენაარს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის აშშ-შო სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა, საუბარი წარიმართა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

კონგრესმენმა ჯონ მოოლენაარმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და გატარებული დემოკრატიული რეფორმებისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.

შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა ის დიდი მხარდაჭერა, რომელსაც აშშ-ი იჩენს საქართველოს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებით სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება. პირველმა ვიე-პრემიერმა კონგრესმენს გააცნო საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელიც ხორციელდება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმიდან გამომდინარე და მისი პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლის პროგრამაც საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმის პრიორიტეტებს ეფუძნება.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ.

ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე მნიშვნელოვან დისკუსიაში, გარდა ამისა, ის გამართავს შეხვედრებს როგორც აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, აგრეთვე დონორებისა და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან და აშშ-ის კონგრესის წევრებთან.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ იყო დოლი პარტონი, ბიოგრაფია და ცნობილი ადამიანების გამოხმაურებები
მსოფლიოში უდიდესმა კონტეინერმზიდმა კომპანიამ რუსეთის შავი ზღვის პორტები დატოვა - Bloomberg
Bloomberg: პუტინი უკრაინაში ესკალაციისთვის ემზადება და შესაძლოა, ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მიმართოს
ლუკაშენკომ ჯარების მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების შესახებ განაცხადა CIA-ს ხელმძღვანელის პუტინთან ვიზიტის პარალელურად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics