19:52 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 16:04:17, 2576 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთის მთავრობა კატალონიის მეთაურის კარლეს პუჩდემონის დაპატიმრებისთვის ემზადება

ოფიციალური მადრიდი მზადაა კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი დააკავოს, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, პუჩდემონის დაკავება იმ შემთხვევაში მოხდება თუ კატალონიის მეთაური რეგიონის დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.

მედიის ცნობით, შესაბამისი განკარგულება ჯერ არ გაცემულა, თუმცა ესპანეთის სპეცსამსახურები ამისთვის ემზადებიან.

აღსანიშნავია, რომ პუჩდემონს დამოუკიდებლობის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა მან გუშინ რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics