|
2017-10-11 16:02:42, 1781 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ლადო ჭანტურიას სახით, საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება ევროპულ სასამართლოში
სტრასბურგში ვიზიტით მყოფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ლადო ჭანტურია ევროპული სასამართლოს მოსამართლედ შთამბეჭდავი ხმის უმრავლესობით აირჩია. „ლადო ჭანტურიას სახით, საქართველოს ძალიან ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საპარლამენტო ასამბლეამ, მართლაც შთამბეჭდავი ხმის უმრავლესობით აირჩია ის სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ", - აღნიშნა ეკა ბესელიამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობას იღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც იმავდროულად სტრასბურგის მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის ძირითადი წევრია, 29 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში, სადაც საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების მოსმენა გაიმართა. გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩია. მის კანდიდატურას საპარლამენტო ასამბლეის 120-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად საქართველოდან წარდგენილი იყვნენ: ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა. „ჩვენ გვყავდა ღირსეული კანდიდატები. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აირჩია ბატონი ჭანტურია ხმათა უმრავლესობით. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას და პირადად ბატონ ლადო ჭანტურიას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
(NS)
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)