10:17 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 15:27:58, 2122 ნახვა

პოლიტიკა
ციხელაშვილი: ჩვენ ვალდებულებები შესრულებული გვაქვს, შემხვედრი ნაბიჯები რუსეთმა უნდა გადადგას

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის საქართველოს მოუწოდებს, ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმება შეასრულოს.

ციხელაშვილის თქმით, საქართველოს ამ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს და შემხვედრი ნაბიჯები რუსულმა მხარემ უნდა გადადგას. აქედან გამომდინარე, ქეთევან ციხელაშვილისთვის გრიგორი კარასინის განცხადების შინაარსი გაუგებარია:

"საქართველო და ქართული მხარე ამ მოლაპარაკებებში შვეიცარულ მხარესთან არის სრულიად პირნათელი. ჩვენ შესრულებული გვაქვს ვალდებულებები და შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა საჭიროა რუსეთის მხრიდან. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია განცხადების შინაარსი, ან კონტექსტი რაიმე რაციონალურ მიზეზთან იყოს დაკავშირებული, ცალსახად გიდასტურებთ, რომ ქართულ მხარეს თავისი ვალდებულებები აქვს შესრულებული და პროცესის დაჩქარებისთვის საჭიროა რუსეთის მხარის შემხვედრი ნაბიჯები, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში და იმ პირობების დაცვით, რომელიც 2011 წელს იქნა მიღებული მხარეების მიერ. ეს ქმნის პრობლემას იმ მხრივ, რომ შეთანხმება არ სრულდება დღემდე. თქვენ თუ მეკითხებით, რა არის ალტერნატიული ღირებულება, რომ შესრულებულიყო, დღეს ამ განხილვაში ვერ შევალ. სწორია ის შეფასება, რომ ბურთი არის რუსულ მხარეზე, ნაბიჯები უნდა გადაიდგას რუსეთის მხრიდან და ჩვენი შვეიცარიელი პარტნიორები ამასთან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან", - განაცხადა ციხელაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს არ სურს, ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმების მიხედვით დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს.

კითხვაზე - როდის ამოქმედდება აფხაზეთისა და  სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების ტრანზიტი, კარასინმა აღნიშნა, რომ ამ  კითხვების ადრესატი ქართული მხარე უნდა იყოს და დასძინა, რომ შეთანხმების თანახმად ვალდებულებები ორივე მხარეს აქვს დაკისრებული.

"ამ კითხვებს ქართულ მხარესთან გადავამისამართებდი. ივლისში, პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან საუბარმა გარკვეული ოპტიმიზმი ჩაგვისახა. გაჩნდა შეგრძნება, რომ საქართველოში, როგორც იქნა, გადაიკითხეს რუსეთთან 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება ვაჭრობის საბაჟო მონიტორინგის შესახებ და ისედაც აშკარა სიტუაცია გააცნობიერეს: შეთანხმება ვალდებულებას ორივე მხარეს აკისრებს. შეგახსენებთ, დოკუმენტი ავალდებულებს რუსეთსა და საქართველოს, გამოიყენონ სავაჭრო ნაკადის საბაჟო ადმინისტრირების სპეციალური წესი შვეიცარული სადამკვირვებლო კომპანიის მონაწილეობით. იქ კვლავ სურთ, რომ რუსეთმა შეთანხმება ცალმხრივად შეასრულოს, საკუთარი ვალდებულებების მოსმენა კი არ უნდათ. ასე საქმე ვერ წავა. სამხრეთ კავკასიაში  შექმნილ არც თუ მარტივ მდგომარეობაში, 2011 წლის შეთანხმება იძლევა ადეკვატურ სამართლებრივ საფუძველს რეგიონული სატრანზიტო ვაჭრობისთვის. მოვუწოდებთ თბილისს, საბაბების გარეშე  განაცხადოს მზადყოფნა თავისი საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების შესახებ. ეს საშუალებას მოგვცემს, რეგიონული ტრანზიტის საკითხი პრაქტიკულ სივრცეში გადავიყვანოთ“, - განაცხადა კარასინმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics