|
2017-10-11 15:25:58, 2407 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის ხელისუფლება კატალონიას ავტონომიის სტატუსის წართმევით ემუქრება
ესპანეთის ხელისუფლება კატალონიას აფრთხილებს, რომ შესაძლოა კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედოს, რომელიც რეგიონისთვის, ავტონომიის სტატუსის წართმევას გულისხმობს, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა. როგორც რახოიმ აღნიშნა, ესპანეთი კატალონიასთან დაკავშირებით, შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. "ხელისუფლება კატალონიისგან ითხოვს განმარტებებს, გამოაცხადეს თუ არა დამოუკიდებლობა. ეს განმარტება საჭიროა იმისთვის, რომ გავიგოთ ასამოქმედებელია თუ არა კონსტიტუციის 155-ე მუხლი. ამით ასევე, გვინდა მოქალაქეებს თავდაჯერებულობა შევმატოთ. პასუხი, რომელსაც გენერალიტეტის მეთაური მოგვცემს, განსაზღვრავს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ესპანეთის მთავრობა უახლოეს დღეებში მიიღებს", - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)