|
2017-10-11 12:25:11, 1590 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: ნარმანიამ ჩუმად, ხანდახან სამართლიანი, მაგრამ ძირითადად უსამართლო კრიტიკის მიუხედავად, ბევრი საქმე გააკეთა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დავით ნარმანიას დედაქალაქის მერის პოზიციაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის. წულუკიანის შეფასებით, დავით ნარმანიამ ჩუმად, ხანდახან სამართლიანი, მაგრამ ძირითადად ბევრი უსამართლო კრიტიკის მიუხედავად, ბევრი საქმე გააკეთა: „მინდა დავით ნარმანიას მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რაც მან ძალიან ბევრ შემთხვევაში კრიტიკის ქარცეცხლში, და ამ კრიტიკის მიუხედავად გასწია. ჩვენ თბილისელებს, ვინც აქ ვცხოვრობთ და ვართ ამომრჩევლები, გვქონია თბილისის მერიასთან, თბილისის მერთან სხვადასხვა კითხვები, პრობლემები, არ არსებობს თანამედროვე დედაქალაქი მსოფლიოში, სადაც მაცხოვრებლებს პრობლემები არ აქვთ. მაგრამ, დღეს მის საქმიანობას რომ ვაფასებ, მგონია, რომ ვარ ობიექტური. ვფიქრობ, ამ ადამიანმა ჩუმად, ხანდახან სამართლიანი, მაგრამ ძირითადად ბევრი უსამართლო კრიტიკის მიუხედავად, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, რომელიც ის რომ აღარ იქნება მერი, უფრო უკეთესად გამოჩნდება. ჩვენ ვიტყვით, რომ ეს იყო პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომელიც არაპოლიტიზირებდა იმ საქმეს, რომელსაც ჩუმად და პროფესიონალურად აკეთებდა. ასევე მინდა იმედი გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე მისი შემცვლელი მერი, რომელსაც თბილისელები, ვინც იქნება ის, ნდობას გამოუცხადებს, ამ საქმეს კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს”,-განაცხადა თეა წულუკიანმა. მას არ აქვს ინფორმაცია, ჩაანაცვლებს თუ არა გერმანიის ელჩის თანამდებობაზე დავით ნარმანია ევროპული სასამართლოს ახლადარჩეულ მოსამართლეს ლადო ჭანტურიას: „რაც შეეხება დავით ნარმანიას მომავალს, მისი მომავალი პოზიციების, თუ შეთავაზებების შესახებ, გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის არაფერია ცნობილი. მაგრამ, სადაც არ უნდა იყოს ის, მე მას მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ”,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)