|
2017-10-11 00:53:03, 2002 ნახვა
ეკონომიკა
„ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის ორგანიზატორებმა შუალედური შედეგები შეაჯამეს და მონაწილეებს უმასპინძლეს
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში „ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის ორგანიზატორებმა შუალედური შედეგები შეაჯამეს და მონაწილეებს უმასპინძლეს. პროექტში წელს 661 კომპანია დარეგისტრირდა. მონაწილეები 7 ნომინაციაში გადანაწლდნენ. აღსანიშნავია, რომ პროექტს წლის სტარტაპის ნნომინაცია დაემატა. „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, ნიკა ქურდიანის განცხადებით, პროექტის მიზანია, საქართველოში ბიზნესის კეთების პოპულარიზაცია. მისივე თქმით, პროექტში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა, რაც მისივე შეფასებით პროექტის სამომავლოდ გაგრძელებას განაპირობებს. წლის სტარტაპერზე 233 კომპანია დარეგისტრირდა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. "რაც შეეხება სხვა ნომინაციებს: "წლის მცირე ბიზნესი" - 230 კომპანია, „წლის ბიზნესი“ - დარეგისტრირდა 152 კომპანია, „წლის ინოვაციური ბიზნესი“ - 142 კომპანია, „წლის ქართული პროდუქტი“ - 132 კომპანია, „წლის ტურისტულ ბიზნესი“ - 95, „წლის აგრობიზნესში“ 42 კომპანია დარეგისტრირდა. მონაწილეებს დამოუკიდებელი ჟიური შეფასებს, ხოლო ფინალისტების ვინაობა რამდენიმე დღეში უკვე ცნობილი იქნება. წესების თანახმად, თითეულ ნომინაციაში სამი ფინალისტი შეირჩევა. გამარჯვებული კომპანიბი დეკემერში, დაჯილდოების ფინანსურ ღონისძიებაზე დასახელდებიან. ყველა ნომინაციაში გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს. გამონაკლისია ნომინაცია - „წლის სტარტაპერი“, სადაც გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება, ხმის მიცემა კი, ნოემბერში დაიწყება. აღსანიშნავია, რომ დეკემბერში გაიხსნება, ასევე, ახალი სივრცე ბიზნესისთვის - "თიბისი ბანკის" ახალი პროექტი ბიზნესის მხარდასაჭერად. ეს იქნება საერთო სამუშაო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც საქმიანი შეხვედრების გამართვა, ასევე, კონფერენციების, ფორუმების და პრეზენტაციების ორგანიზება. აქ ჩატარდება "თიბისი ბანკის" მიერ ორგანიზებული ტრენინგები, მასტერკლასები და კონსულტაციები, რომელიც სპეციაურად წარმომადგენლების საჭიროებებზეა მორგებული. (R)
ვინ იყო დოლი პარტონი, ბიოგრაფია და ცნობილი ადამიანების გამოხმაურებები
მსოფლიოში უდიდესმა კონტეინერმზიდმა კომპანიამ რუსეთის შავი ზღვის პორტები დატოვა - Bloomberg
Bloomberg: პუტინი უკრაინაში ესკალაციისთვის ემზადება და შესაძლოა, ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მიმართოს
ლუკაშენკომ ჯარების მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების შესახებ განაცხადა CIA-ს ხელმძღვანელის პუტინთან ვიზიტის პარალელურად
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)