|
2017-10-10 18:21:51, 1949 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია საქართველო-ირანის ბიზნესფორუმს დაესწრო
თბილისში საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერაციის, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი ალი რაბიი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ირან-საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სეიდე ფატმე მოგიმი დაესწრნენ. მათ ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში ქართველ ბიზნესმენებთან ერთად 30-მდე ირანული კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, მათ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს. ფორუმის ფარგლებში ქართულ და ირანულ კომპანიებს ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა ჰქონდათ, მათ ასევე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ. საქართველო-ირანის ბიზნესფორუმზე გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია - ფორუმის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების შესახებ. ირანული ბიზნესდელეგაციის ინტერესის ძირითადი სფეროებია ტრანსპორტი, ქიმიური პროდუქციისა და ნავთობის გადაზიდვები, კვების მრეწველობა, ხის გადამუშავება, ელექტროდანადგარების წარმოება, ტელეკომუნიკაცია, ლითონის წარმოება, ნავთობი და გაზი, ღონისძიებების მენეჯმენტი, საფინანსო სექტორი, საიუველირო წარმოება, ანტიბაქტერიული პრეპარატების წარმოება, ფარმაცევტიკა, შეფუთვა, ჰიგიენური საშუალებები, ნედლეულის იმპორტ-ექსპორტი, პლასტმასის წარმოება, საინჟინრო და სამშენებლო სექტორი და ინტერნეტსერვისები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველო-ირანის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებს დადებითად აფასებს. „შედეგი, როგორც მინიმუმ, დღეს გვაქვს დაახლოებით 270 ათასი ტურისტი ირანიდან. მეორე - ვიცით, რომ დაწყებულია ძალიან მსხვილი პროექტი, რომელსაც ხელი მოეწერა და რომელიც ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს შექმნას გულისხმობს. ვფიქრობ, რომ საშუალო ბიზნესში უკეთესი მდგომარეობაა - 8 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 48%-იანი ზრდა გვაქვს. თუმცა, ეს ირანის ეკონომიკისთვის არაფერია და ამიტომ ვაწყობთ ამ ღონისძიებებს, ამიტომ ტარდება როგორც ფორუმები, ასევე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომ თუ რაიმე წინააღმდეგობა არსებობს, ის მოვხსნათ. მაგალითად, არის გარკვეული წინააღმდეგობები ავტოსაშუალებებით სახმელეთო ტრანსპორტით გადაადგილების ნაწილში... ამ ყველაფერს ნელ-ნელა ვაგვარებთ, რომ ბიზნესს ბიზნესთან, რაც შეიძლება, უფრო ეფექტური კომუნიკაცია ჰქონდეს“, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ირანს შორის გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 48%-ით გაიზარდა. ამ ქვეყნიდან იზრდება ტურისტული ნაკადებიც. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წლის 9 თვეში, ირანიდან საქართველოში ვიზიტორების რიცხვი 127%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებით ირანიდან საქართველოში განხორციელდა 1.6 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც 657%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
(NS)
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
„ეს სასარგებლო იქნება“: ტრამპს პუტინის ნახვა აშშ-ში G20-ის სამიტზე სურს
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)