19:52 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 17:18:37, 2288 ნახვა

მსოფლიო
მადრიდი კატალონიის მეთაურს მოუწოდებს, „დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს“

ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის მეთაურს კარლეს პუჩდემონს მოუწოდებს, "დაუფიქრებელი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავოს", - ამის შესახებ Ria იუწყება.

ესპანეთის კულტურის მინისტრი, ოფიციალური მადრიდის წარმომადგენელი ინიიგო მენდეს დე ვიგო აცხადებს, რომ პუჩდემონმა არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც "კატალონიას და მის მოსახლეობას ზარალს მიაყენებს".

"ევროპამ განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის ერთმხრივად გამოცხადებას არ აღიარებს. არ უნდა გაკეთდეს ის, რისი გამოსწორებაც შემდგომ შეუძლებელი იქნება. დროა დავფიქრდეთ. ვთხოვ პუჩდემონს, არ იაროს იმ გზით საიდანაც დაბრუნება გაუჭირდება", - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, გენერალიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟორდი ტურულმა აღნიშნა, რომ "დღეს ისტორიული დღეა", თუმცა მან სხვა დეტალებზე არ ისაუბრა.

ცნობისთვის, დღეს კატალონიის პარლამენტში რეგიონის მეთაური კარლეს პუჩდემონი სიტყვით გამოვა. ის ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს ოფიციალურად გამოაცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგში არ არის გაწერილი გამოაცხადებს თუ არა ავტონომიური რესპუბლიკის მეტაური დამოუკიდებლობას, არ არის გამორიცხული ეს სწორედ დღევანდელ შეხვედრაზე მოხდეს. აღსანიშნავია, რომ პოლიციას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და პარკი გადაკეტილი აქვს, სადაც შესვლის უფლება მხოლოდ დეპუტატებსა და მედიის წარმომადგენლებს აქვთ. 

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics