19:52 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 16:48:14, 2261 ნახვა

მსოფლიო
სამართალდამცველებმა კატალონიის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

კატალონიის სამართალდამცველებმა პარკ სიუტადელიას ტერიტორია, სადაც ავტონომიური რეგიონის პარლამენტი მდებარეობს, გადაკეტეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული ზომები უსაფრთხოების მიზნითაა მიღებული.

პარკის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მხოლოდ დეპუტატებს და მედიის წარმომადგენლებს აქვთ.

ცნობისთვის, კვირას ჩატარებულ საპროტესტო აქციაზე, კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის მოწინააღმდეგე მოქალაქეებმა პარკის ტერიტორიაზე შეღწევა მოახერხეს. მათ ადგილობრივი პარლამენტის შენობას კვერცხები დაუშინეს.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე გამნაღმველებიც არიან მობილიზებული. ისინი უსაფრთხოების მიზნით მიმდებარე ტერიტორიებსა და კანალიზაციის მილებს ამოწმებენ.

ცნობისთვის, გენერალიტეტის მეთაური კარლეს პუჩდემონი დღეს საღამოს ადგილობრივ პარლამენტში სიტყვით გამოვა. ის ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს ოფიციალურად გამოაცხადებს. გარდა ამისა, პუჩდემონი სავარაუდოდ დამოუკიდებლობის შესახებაც გააკეთებს განცხადებას. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხი დღეს ოფიციალურ დღის წესრიგში გაწერილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics