09:17 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 16:09:04, 2309 ნახვა

პოლიტიკა
საკრებულოს სხდომა დაიწყო - პარლამენტის წევრებს შენობაში არ უშვებენ

თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც  ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის თბილისში არსებული  მიწის  ნაკვეთების პირდაპირი წესით გადაცემის საკითხის განხილვაა დღის წესრიგით გათვალისწინებული, ოპოზიციის მხრიდან  კრიტიკული განცხადებების ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიცია პუშკინის სკვერთან არსებული  მიწის ნაკვეთისთვის ფუნქციური ზონის სტატუსის შეცვლასა და სოლოლაკის ქედზე ტერიტორიისთვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლას აპროტესტებს.

საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „თაბორი  რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად  უნდა გადაეცეს  საკუთრებაში,  ხოლო თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან  არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის  შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად -1 ლარად მოხდება. დაგეგმილი პროექტები თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის დაფუძნება ყოფილი პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.

საკრებულოს  სხდომაზე დასწრება სურდათ „ნაციონალური მოძრაობისა" და  „ევროპული საქართველოს“  წევრებს, თუმცა ისინი საკრებულოში არ შეუშვეს.

სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.

რესპუბლიკური პარტიის  წევრმა  ხათუნა სამნიძემ საკრებულოს თავმჯდომარე კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.

"რის საფუძველზე დახურეთ სხდომა. იყოს ღია. შიშის საფუძველზე ხურავთ, რომ სხდომას ვერ მართავთ და ვერ ასრულებთ საკუთარ მოვალეობას. არღვევთ კანონს სისტემატიურად; არ გაქვთ უფლება, სხდომა ასე დახურულად ჩატარდეს",-მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძემ.

შეგახსენებთ, პუშკინის სკვერთან  არსებული გარკვეული მიწის ნაკვეთისთვის ფუნქციური ზონის სტატუსის შეცვლასა და სოლოლაკის ქედზე ტერიტორიისთვის  ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლას   საკრებულომ  მხარი 29 სექტემბერს  დაუჭირა. პროცედურის მიხედვით, თბილისის მერიამ საკრებულოს განკარგულებების და ხელშეკრულებების პროექტები გადაუგზავნა.

ცნობისთვის, მმართველ გუნდში თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებულ თაბორის პროექტთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას  უსაფუძვლოს უწოდებენ. პრემიერის თქმით, თბილისში ხორციელდება უპრეცედენტო, ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის ანალოგის არმქონე, ყველასათვის ხელმისაწვდომ 400 ათას კვადრატულ მეტრ მწვანე სივრცეს, სასეირნო თუ სარბენი ბილიკებით, რეკრეაციული ზონით.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით,  საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარე, მიწისქვეშა ტერიტორიაზე პარკინგის მშენებლობაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics