|
2017-10-10 15:40:43, 1997 ნახვა
პოლიტიკა
დავით უთმელიძემ საირმის ქუჩის მოსახლეობას ქალაქის განვითარების გეგმა გააცნო
„მნიშვნელოვანია, რომ 21 ოქტომბერს, ყველა მივიდეთ არჩევნებზე და საკუთარი აზრი დავაფიქსიროთ. თქვენ გაქვთ უფლება გადაწყვიტოთ, ვის ანდობთ თქვენი ქალაქის ბედს და ეს უფლება უნდა გამოიყენოთ“,- აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით უთმელიძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საირმის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. დავით უთმელიძემ ადგილობრივებს დეტალურად გააცნო ქალაქის განვითარების გეგმა, რომელიც ურბანული განვითარების, სატრანსპორტო, ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური, მართვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკებისგან შედგება. ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა, განსაკუთრებული ყურადღება საბურთალოს რაიონში განსახორციელებ პროექტებზე გაამახვილა. „მე ვარ კახა კალაძის გუნდის წევრი და ჩემი უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, რაც ორმაგი პასუხისმგებლობაა. წარმოვადგენ გუნდს, რომელიც ქვეყანაში, ყველა მიმართულებით, პროგრესს ქმნის. ამასთან, ქვეყნის განვითარების საქმეში თითოეული ადამიანის მხარდაჭერა, თანადგომა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა 2012 წელს „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული სასიკეთო საქმეები მომავალშიც გავაგრძელოთ“,-აღნიშნა დავით უთმელიძემ.
(NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)