2017-10-10 13:10:45, 2405 ნახვა
მსოფლიო
სირიაში რუსულმა ბომბდამშენმა Су-24 ავიაკატასტროფა განიცადა - არიან დაღუპულები
სირიაში ხმეიმიმის ბაზაზე, სადაც რუსული სამხედრო შენაერთებია განლაგებული, ბომბდამშენი Су-24 ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ყველა წევრი გარდაიცვალა, - ამის შესახებ Interfax იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ეკიპაჟმა კაპიტულირება ვერ ამოსწრო.
როგორც მედია წერს, წინასწარი მონაცემებით ინციდენტის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო.
შეგახსენებთ, რომ Су-24 უკვე მესამე სამხედრო თვითმფრინავია, რომელიც სირიაში სპეცოპერაციის დროს, ტექნიკური გაუმართაობის გამო აფეთქედა. ანალოგიური კატასტროფა 2016 წელს МиГ-29-მ 14 ნოემბერს განიცადა.
ავტორი: ,