03:07 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 20:28:26, 1854 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: როგორი პირადი მოსაზრებაც არ უნდა ჰქონოდა პრეზიდენტს, ოპოზიციის ულტიმატუმში არ უნდა გათქვეფილიყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, საკითხი, რომელიც ეხება პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევას,  ისეა წარმოდგენილი  ოპონენტების მიერ და გარკვეულწილად პრეზიდენტის მხრიდან, თითქოს ხალხს არჩევის უფლება ერთმევა და სახელმწიფოს მეთაურს მხოლოდ პარლამენტი აირჩევს:
"პირველ რიგში 2018 წელს  პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება, რათა  ვინმემ არ დაუშვას, რომ ცალკეულ პიროვნებაზეა ორიენტირებული ეს ცვლილება. შემდგომში არა მხოლოდ პარლამენტი,  არამედ არჩევითი ორგანოებიდან წარმომადგენლობითი კრება განიხილავს პრეზიდენტის კანდიდატურას.  საზოგადოებას, ამომრჩეველს  კარგად ეცოდინება,  რომ  არჩევით ორგანოებში აძლევენ მანდატს თავიანთ რჩეულებს, რომლებიც იმ პროცენტით წარმოადგენენ ამ კრებაში პოლიტიკურ პარტიებს, რა პროცენტითაც მიიღებს საზოგადოების ხმებს. ასე რომ, იმის თქმა,  თითქოს ჩვენ საზოგადოებას რაიმე უფლებას ვართმევთ,  არასწორია. გარდა ამისა, ახალი საკონსტიტუციო მოწყობა,  რომელსაც მყარად უჭერს მხარს არა მარტო  ჩვენი საზოგადოება, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობა და თუნდაც საექსპერტო კლუბი, როგორიცაა ვენეციის კომისია, აშკარად მიუთითებს, რომ ყველა ფორმულირება, ყველა ძირითადი საკითხი, რაც კონსტიტუციის პროექტშია ჩამოყალიბებული, სრულად შეესაბამება იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც ევროპულ დემოკრატიებს გააჩნია",-განუცხადა გია ვოლსკიმ "ექსპრესნიუსს".


მისივე თქმით,  კონსტიტუციის პროექტი ვენეციის კომისიის  მხრიდან ძალიან პოზიტიურადაა შეფასებული. ვოლსკის განმარტებით,  ერთადერთი საკითხი, რაზეც  გულდაწყვეტას გამოხატავს ვენეციის კომისია ისაა, რომ  პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნები 2024 წელსაა გათვალისწინებული და არა- 2020 წელს:


" მაგრამ იქვე მიუთითებს, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა, ბლოკების დაშვება, ბონუსის სისტემის გაუქმება, პრაქტიკულად, აბალანსებს ამ გულდაწყვეტას და მთავარი ამოცანა, რომ პარტიებმა  პოლიტიკურ ცხოვრებაში ფართო წარმომადგენლობითი მონაწილეობა მიიღონ, აუზრუნველყოფილია. ასე რომ,  ყველა დანარჩენი "მტკიცებულებები", რომლებიც ოპზიციამ წარმოადგინა, საფუძველს მოკლებულია. სამწუხაროა, რომ ამის გათვალისწინება არ მოხდა პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების საკითხის განხილვისას",-ამბობს ვოლსკი და დასძენს, რომ რეალურად  პრეზიდენტის და მისი წარმომადგენლების მხრიდან კონსესუსიკენ ნაბიჯი არ გადადგმულა და სიტყვები სიტყვებად დარჩა:

"ვფიქრობ, ის როლი, რაც თავის თავს განუსაზღვრა პრეზიდენტმა, რომ მისი აქტივობები, ძალისხმევა არის კონსესის მცდელობა, ის, რაზედაც ლაპარაკობდა პრეზიდენტის წარმომადგენლობა, მხოლოდ  სიტყვად დარჩა. რეალურად, არავითარი მცდელობა, რომ  არგუმენტებისთვის მოესმინათ, არ  იყო. გარდა ამისა, კონსესუსის მცდელობა არ ნიშნავს ოპოზიციის ულტიმატუმის გათვალისწინებას. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში პირადი მოსაზრება როგორიც არ უნდა  ჰქონოდა პრეზიდენტს, თავისი საკონსტიტუციო უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, არ უნდა გათქვეფილიყო იმ ულტიმატუმში,  რომელიც გააჩნდა ოპოზიციური პარტიების გარკვეულ ჯგუფს",-აღნიშნა გია ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო.

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics