19:52 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 17:30:59, 2213 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთი კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს

კატალონიის მხრიდან დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადების შემთხვევაში, საფრანგეთი მის აღიარებაზე უარს იტყვის, - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპულ საკითხებში ნატალი ლუაზომ განაცხადა, - ინფორმაციას DW ავრცელებს.

როგორც ლუაზომ განმარტა, კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც ევროკავშირმა უკანონოდ სცნო, რეგიონის სტატუსის განსაზღვრა არ შეუძლია.

"კრიზისი დიალოგის მეშვეობით უნდა დარეგულირდეს, რომელიც ორივე მხარემ უნდა აწარმოოს", - დასძინა მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ თუ კატალონია დამოუკიდებლობას მაინც გამოაცხადებს, ის ევროკავშირიდან მაშინვე უნდა გავიდეს.

ცნობისთვის, ხვალ, 10 ოქტომბერს, კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი ავტონომიური რეგიონის პარლამენტში სიტყვით გამოვა, სადაც დამოუკიდებლობის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

ამასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მარიანო რახოის თქმით, აღნიშნულ საკითხში მადრიდი კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

"ესპანეთი არ იქნება დაყოფილი და ეროვნული ერთობა იქნება შენარჩუნებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რისი გაკეთების საშუალებაც გვექნება კანონის ფარგლებში, რომ ერთიანობის გარანტია გვქონდეს", - განაცხადა რახოიმ.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics