01:53 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 13:53:06, 1665 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: სამთავრობო დანაზოგები მკვეთრადაა გაზრდილი

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პირველ ცხრა თვეში მიმდინარე ხარჯები 6,321.1 მლნ  ლარს შეადგენს.

მისი თქმით, შრომის ანაზღაურების სახით 78.4 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა. შედეგად, მკვეთრად არის გაზრდილი სამთავრობო დანაზოგები, რომელმაც 2017 წლის გასულ პერიოდში დაახლოებით 1,300 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 100 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

„მნიშვნელოვანად გაიზარდა კაპიტალური ხარჯები. სულ 9 თვეში ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებზე 1,934.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 395.2 მილიონი ლარით აღემატება. სულ 2017 წელს ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებზე 3 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

როგორც მან განმარტა, დადებითი ტენდენციაა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. ქუმსიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში 29 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით.

„29 პროცენტით არის გაზრდილი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ფულად გზავნილებთან მიმართებაში, სადაც ზრდა 22 პროცენტს შეადგენს. ჯამში, მიმდინარე ანგარიშის ეს სამი ნაკადი - ექსპორტი, ტურიზმი და ფულადი გზავნილები 931 მლნ აშშ დოლარით ანუ 26%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაც, ამ თვალსაზრისით, უპრეცედენტო ზრდა არის ისტორიულ პერსპექტივაში", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.


მისი თქმით, წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. „2016 წელს დაფიქსირებული 12.8 პროცენტიანი მაჩვენებელი, ექსპორტისა და ტურიზმის მაღალი ზრდის შედეგად, 2017 წლის პირველ კვარტალში 11.7 პროცენტამდე, ხოლო მე-2 კვარტალში 7.4 პროცენტამდე შემცირდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია," - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, ეს  ტენდენცია საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმოხილვის ფარგლებში დადებითად შეაფასა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics