|
2017-10-08 10:55:22, 771 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე სოფლის ფესტივალ "განდაგანას" ოჯახთან ერთად დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანას" ოჯახთან ერთად ესტუმრა, პავილიონები დაათვალიერა და ფესტივალის მონაწილეებს გაესაუბრა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ სოფლად ტურიზმის განვითარება რეგიონის მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ორდღიანი ფესტივალი ბათუმში გუშინ დასრულდა. სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ - მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობდა. ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ევროპის მოედანზე იყო წარმოდგენილი. სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას" მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაცია და წარმოჩენაა. ფესტივალი დაყოფილია თემატურ კუთხეებად - ღვინის, რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის, ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების ზონებად. ს ტუმრებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში. დღის ბოლოს კი ფესტივალი ჯგუფ „ფრანის" კონცერტით დასრულდა. ფესტივალი წელს ხალხმრავლობითა და უცხოელი ტურისტების სიმრავლით გამოირჩეოდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)