|
2017-10-06 10:23:26, 1926 ნახვა
პოლიტიკა
ვოლტერ სტივენსი: საქართველო ევროკავშირის ყველაზე ახლო პარტნიორია რეგიონში
ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ვოლტერ სტივენსმა, კომიტეტის წევრების საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ელჩების საქართველოში სტუმრობა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს: „ჩვენ ამ ვიზიტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან ვიცით, რომ საქართველო ჩვენი ყველაზე ახლო პარტნიორია რეგიონში", - განაცხადა ვოლტერ სტივენსმა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს ვიცე პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინსტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის ფარგლებში ვოლტერ სტივენსმა დადებითად შეაფასა ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და რეფორმების გატარების კუთხითსაქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას ხაზი გაუსვა: „საქართველო არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი რეგიონში. მსურს აღვნიშნო ის უზარმაზარი ძალისხმევა, რაც საქართველომ გასწია რეფორმების განხორციელების კუთხით ყველამიმართულებით, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში. ძალიან მოხარული ვარ, რომ საბოლოოდქართველებს შეუძლიათ ისარგებლონ ვიზა ლიბერალიზაციით, რაც მოითხოვდა გარკვეული რეფორმების გატარებას დასაქართველომ ნადვილად წარმატებით შეასრულა ეს". კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ელჩები პირადად გაეცნობიან საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს და ქვეყანაშიუსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. ასევე მოინახულებენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საველეოფისისა და ოკუპაციის ხაზს: „კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს გვერდით დგომა ძალიან მნიშვნელოვანია,მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა, სწორედ ამას ვაპირებთ ხვალ, როცა მოვინახულებთადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს, იმისთვის რომ ჩვენი თვალით ვიხილოთ ის პრობლემები, რომლებსაც რუსეთის ფედერაციაქმნის,"-განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. ვიზიტის ფარგლებში PSC-ის ელჩები ასევე შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, საქართველოს თავდაცვისმინისტრთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ამასთანვე დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქოსაზოგადოების წარმომადგენლებთან.
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)