08:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 09:48:09, 1828 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხვალინდელი თბილისი უფრო მოწესრიგებული და კომფორტული იყოს

„თვითკმაყოფილები არ ვართ და გვესმის, რომ უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი. იმის ილუზია არ გვაქვს, რომ  4 წლის განმავლობაში ყველაფერს მოვაგვარებთ, რადგან ისინი 20-25 წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემებია. რითაც შეგვეძლო, დავამახინჯეთ ჩვენი დედაქალაქი“,-ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა  კახა კალაძემ ნუცუბიძისა მიკრორაიონებისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრებისას განაცხადა.

„თუ დღეს და ხვალ არ გადაიდგა  კონკრეტული ნაბიჯები, მერწმუნეთ, რომ შეუძლებელი იქნება ქალაქის წინსვლა და განვითარება. ჩვენი შვილებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხვალინდელი თბილისი  უფრო მოწესრიგებული და კომფორტული იყოს“ - აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძე ამომრჩეველს  ქალაქის პრობლემების მოგვარების რეალურ გზას სთავაზობს -  სპეციალისტების მიერ შემუშავებულ 7 პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს ურბანულ  განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.

„ამ ყველაფრის შედეგიანობისთვის კი გვაქვს მეშვიდე - მართვის პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს გადაწყვეტილებების მიღებაში მეტ ოპერატიულობას, ბიუროკრატიის შემცირებას და მოქალაქეების ჩართულობის გაზრდას“ - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

შეხვედრებსვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ხუციშვილი და კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics