08:34 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 09:05:36, 2578 ნახვა

პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს დაამტკიცებს

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს   პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პლენარულ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დაესწრება, რომელიც ვენეციის კომისიის წევრებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას გააცნობს და დოკუმენტის ირგვლივ გამართულ მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ უმასპინძლა.

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობა იწონებს მმართველი გუნდის მზადყოფნას  ბონუსის ამოღებისა და ბლოკების ერთჯერადად დატოვების შესახებ და ადასტურებს, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის დასკვნის სრულად გათვალისწინების პირობა შეასრულა.

 „6 ოქტომბერს გაიმართება ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა, სადაც საბოლოოდ დაიდება დასკვნა საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ. ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან, სადაც  მთელი პროცესი და ის რეკომენდაციები განვიხილეთ, რომლებიც ვენეციის კომისიას გააჩნია. ასევე, დავუდასტურეთ მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბლოკების ერთჯერადად დაშვება და ბონუსის ამოღება, უმრავლესობის მხრიდან ძალაშია და თუ არ მოხერხდება პრეზიდენტის ვეტოში ამის გათვალისწინება, მაშინ უმრავლესობა მზად არის ამის ხელახლა ინიცირებისთვის, რასაც მოჰყვა მოწონება ვენეციის კომისიის მხრიდან. ასევე, ვენეციის კომისია დაგვეთანხმა იმაში, რომ ის პირობა, რომელიც შეეხებოდა ვენეციის კომისიის დასკვნის სრულად გათვალისწინებას, არის შესრულებული, იმიტომ, რომ არცერთი ნორმა არ აქვს ამ დასკვნაში ვენეციის კომისიას უარყოფითად შეფასებული",- განაცხადა  ნიკოლოზ სამხარაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics