2017-10-05 19:00:36, 2467 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში, ერთ-ერთ ტაძარში ტერორისტმა თავი აიფეთქა - არიან გარდაცვლილები
პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანში მდებარე ტაძარში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც სულ მცირე 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ Geo Tv იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ტერორისტი ტაძარში შესვლას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. სწორედ ამ დროს მან თავი აიფეთქა.
მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება. დაშავებულთა შორის არიან სამართალდამცველებიც.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
ავტორი: ,