09:00 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 18:28:01, 2020 ნახვა

კომენტარი
მარიამ ჯაში მარნეულში პოლიტიკურ აგიტაციაში განათლების კომიტეტის მონაწილეობას გამორიცხავს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მარნეულში სკოლის მოსწავლეების პოლიტიკურ აგიტაციაში მონაწილეობის ფაქტს გამოეხმაურა.

ჯაშის თქმით, საკითხს უწყებათაშორისი კომისია შეისწავლის და შესაბამისი რეაგირება მოხდება. ამასთან, ჯაში არ გამორიცხავს, რომ დარღვევები

 პროვოკაციის მიზნით ხდებოდეს,  რადგან მისივე მტკიცებით,  ასეთი დეპოლიტიზირებული, პოლიტიკისგან  თავისუფალი განათლების სისტემა საქართველოს არასდროს ჰქონია:

"სწორედ "ქართული ოცნების", მმართველი გუნდის პერიოდში ხდება განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია. თუკი მსგავსი დარღვევები ხდება, არსებობს უწყებათაშორისი კომისია და შესაბამისი რეაგირება მოხდება",-აღნიშნა ჯაშმა.

ის კატეგორიულად გამორიცხავს აგიტაციაში განათლების კომიტეტის  მონაწილეობას:

"იყო საუბარი განათლების კომიტეტის მონაწილეობასთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად  უსაფუძვლო ბრალდება. ამ ბრალდებას არც ვუპასუხებ. თუ კი ხდება კონკრეტულ შემთხვევებში დარღვევები, არ არის გამორიცხული, ეს იყოს პროვოკაციის მიზნით,  რადგან ასეთი დეპოლიტიზირებული და პოლიტიკისგან  თავისუფალი განათლების სისტემა საქართველოს არასდროს ჰქონია. ჩემთვის უცნობია,  ვინ მიიყვანა ეს მოსწავლეები. კომისია შეისწავლის და მოხდება შესაბამისი რეაგირება",-განაცხადა მარიამ ჯაშმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics