|
2017-10-05 12:30:14, 1946 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო კანადის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში კანადის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო, რომელიც საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის და კანადის კონფედერაციის შექმნის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცუიით, მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოში კანადის ელჩმა კრისტოფერ კუტერმა და ევროკავშირსა და ევროპაში კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიონმა. უწყების ინფორმაციით, ჯანელიძემ საქართველოსა და კანადას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ვრცლად ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას. „დღეისათვის ჩვენ ვსარგებლობთ კანადის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერითა და გამორჩეული თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ არსებობს უაღრესად დიდი პოტენციალი ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გასაძლიერებლად" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. საკუთარ გამოსვლაში ვიცე-პრემიერმა ისაუბრა კანადის ურყევ მხარდაჭერაზე როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიის კონსოლიდაციის და ეკონომიკური განვითარების წარმატებული პროცესის მიმართ. როგორც სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა 2017 წელი მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისათვის, რადგან ერთი მხრივ, აღინიშნება საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი, მეორე მხრივ კი, წელს საქართველო დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილეს, ხოლო კანადა - კანადის კონფედერაციის შექმნის 150 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში გამართულ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ კანადის ეროვნული დღესასწაული - კონფედერაციის დღე- საქართველოში წელს პირველად აღინიშნა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)