2017-10-04 16:03:13, 2474 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტსა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
პრეზიდენტის სასახლეში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მივიდნენ.
საქართველოს პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრა უკვე მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეხვედრაზე იმ ორ საკითხზე იმსჯელებენ, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიასთან შეთანხმებაა მიღწეული. კერძოდ, საუბარია ბონუსის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე.
მმართველი გუნდი სასახლეში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე სასაუბროდ პრეზიდენტმა მიიწვია.
ავტორი: ,