|
2015-04-30 15:09:18, 480 ნახვა
ეკონომიკა
"საქართველოს ბანკმა" ევროპის საინვესტიციო ბანკთან 40 მლნ ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
„საქართველოს ბანკმა“ ევროპის საინვესტიციო ბანკთან 40 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. როგორც „ექსპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ხსენებული სესხი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებისთვის არის განკუთვნილი. მოზიდული ფინანსური რესურსი მოხმარდება კერძო სექტორის განვითარებაზე მიმართულ ისეთ პროექტებს, როგორიც არის სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, კლიმატის ცვლილების თავიდან აცილება ან ადაპტაცია, ყოველივე კი ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და შენარჩუნებას. „მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის ხერხემალი და EIB -ის მთავარი ფოკუსია. ხსნებული დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციას, იმდენად რამდენადაც მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის გაძლიერებაზე, მის გარდაქმანაზე ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კატალიზატორად და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტის, ვაჭრობისა და სხვა ეკონომიკური აქტივობის გაზრდაზე. ბატონმა მოლტერერმა აღნიშნა: „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ბანკის პროფესიონალიზმს, რაც მას ხდის არაჩვეულებრივ პარტნიორად EIB -სთვის საქართველოში“,- განაცხადა EIB-ის ვიცე პრეზიდენმა, ვილჰელმ მოლტერერმა. „მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას EIB-სთან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც იზრდება საქართველოს ეკონომოკური და პოლიტიკური კავშირები ევროკავშირთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ევროს გავლენა ლარზე მნიშვნელოვნად გაზრდილია ბოლო წლების განმავლობაში და ლარი ეფექტურად ხდება უფრო მიახლოებული ევროსთან, რის შედეგადაც ჩვენ ახლა ფოკუსერებული ვართ დაფინანსების მოზიდვაზე ევროში. 40 მილიონი ევროს მოცულობის სესხი, რომელიც გამიზნულია ჩვენი მომხმარებლებისთვის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორიდან, შესაძლებლობას მოგვცემს კიდევ უფრო გვზარდოთ ჩვენი კონკურენტუნარიანობა ხსენებულ სექტორში და მხარი დავუჭიროთ სექტორის ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)