07:42 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 10:29:55, 1850 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიისგან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დადებით დასკვნას ელოდება

„მოლოდინი რა თქმა უნდა, არის პოზიტიური, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული წინასწარი დადებითი დასკვნა ჩვენს დოკუმენტთან დაკავშირებით",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ვენეციაში გამგზავრების წინ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე 6 ოქტომბერს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას დაესწრება. მისივე თქმით, გაიმართება შეხვედრა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსა და კომისიის მდივან თომას მარკერტთან.

„მივემგზავრებით ვენეციაში, ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე დასასწრებად, გვექნება მანამდე შეხვედრები ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან და ასევე, მის გენერალურ მდივანთან, გვექნება საუბარი კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მესამე მოსმენით მიღებულ რედაქციასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, ვისაუბრებთ იმ ტექსტზე, რომელიც დამტკიცდება ვენეციის კომისიის მიერ პლენარულ სხდომაზე",- აღნიშნა  პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მმართველი გუნდი ვენეციის კომისიისგან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დადებით დასკვნას ელოდება და შესაძლოა, დასკვნაში მხოლოდ მცირე ცვლილებები შევიდეს.

„მოლოდინი, რა თქმა უნდა, არის პოზიტიური, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული წინასწარი დადებითი დასკვნა ჩვენს დოკუმენტთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში, პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება საბოლოოდ ის დასკვნა, რომელიც იყო წარმოდგენილი. მხოლოდ მცირე ცვლილებები შეიძლება შევიდეს ამ დასკვნაში, აქედან გამომდინარე, მოლოდინი არის რა თქმა უნდა, პოზიტიური",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics