|
2015-04-30 14:41:51, 419 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია: თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა საკადრო პოლიტიკაში აქცენტს პოლიტიკურ ლოიალობაზე აკეთებს
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა საკადრო პოლიტიკაში აქცენტს პოლიტიკურ ლოიალობაზე აკეთებს. როგორც ალასანიამ კამპანიის "დიალოგი მოსახლეობასთან" ფარგლებში ვიდეოდიალოგის ფორმატში კითხვებზე პასუხისას განაცხადა, მას სურს, რომ შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამინისტრო ყველაზე წარმატებულ უწყებად დარჩეს. "მე, როგორც მოქალაქე, თავდაცვის უწყების გულშემატკივარი ვარ. არის პროცესები რაზეც მე გული მწყდება, საკადრო პოლიტიკის კუთხითაც და დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ხელმძღვანელობა გაიაზრებს იმას, რომ მთავარია შეინარჩუნონ ის კარგი, რაც გაკეთდა და იმაზე დააშენონ საკუთარი პოლიტიკით და მოსაზრებით რაც არის უკეთ გასაკეთებელი. დღეს მე ვხედავ, რომ უფრო გადართული არიან იმაზე, რომელი ქვედანაყოფის თუ სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი გამოირჩევა ლოიალობით და პოლიტიკურ ლოიალობაზე აკეთებენ აქცენტს. ეს არასწორი გზაა და იმედია, ამას გაიაზრებენ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)