07:41 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 15:09:52, 2206 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძეს იუსტიციის მინისტრი და OGP-ის საქართველოს სამდივნო წარმომადგენლები შეხვდნენ

„ღია მმართველობის პარტნიორობის“(OGP) აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და OGP-ის საქართველოს სამდივნოს წარმომადგენლები “ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს შეხვდნენ.
მერობის კანდიდატმა თეა წულუკიანს ხელმოწერილი „ღია მმართველობის ქვე-ეროვნული დეკლარაცია“ გადასცა. 
 კახი კალაძე პირველია მერობის კანდიდატებიდან, რომელმაც აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა OGP-ის საქართველოს წარმომადგენლობასთან შეხვედრა მათი ნიუ-იორკიდან დაბრუნების შემდეგ ითხოვა. 
კახა კალაძემ მასპინძლებს, ორგანიზაციასთან პარტნიორობის ფარგლებში, თბილისის წარმატებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო. 
 ასევე, განიხილა, თუ როგორ უნდა დახვდეს საქართველოს დედაქალაქი ახლო მომავალში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს. 
„მისასალმებელია, რომ საქართველო არის OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა. ზოგადად გამჭვირვალობა, ღიაობა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ახლო მომავალში ამ მიმართულებით გვექნება კონკრეტული პროგრამის პრეზენტაცია, თუ რა პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ თბილისის მერიაში“, - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე განმარტებით, იგეგმება პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ადამიანების ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში, რათა მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღონ საკუთარი რაიონის ბიუჯეტის დაგეგმვაში, პრიორიტეტების განსაზღვრასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
ჟურნალისტებთან კომენტარი ასევე გააკეთა OGP-ს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა. 
მინისტრის განცხადებით, კახა კალაძე მერობის პირველი კანდიდატი, რომელიც ამ დროისთვის მათ ეწვია. 
„მას აქვს კონკრეტული ხედვა თუ როგორ უნდა გაიყვანოს დიდ მასშტაბზე 2016 წელს თბილისის მერიის მიერ დაწყებული ურთიერთობა „ღია მმარველობის პარტნიორობის“ ორგანიზაციასთან, რადგან თბილისი ამ დროიდან ერთ-ერთი პირველი დედაქალაქია, რომელიც ორგანიზაციას შეუერთდა პარიზთან ერთად“, - აღნიშნა წულუკიანმა. 
მისივე თქმით, OGP-ის საქართველოს სამდივნო მზადაა, სურვილის შემთხვევაში, კახი კალაძის მსგავსად, სხვა კანდიდატებსაც შეხვდეს და მათი ხედვები მოისმინოს. 
როგორც ცნობილია, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრი ქალაქი თბილისი − ერთ-ერთი პირველი დედაქალაქია ორგანიზაციის 75 წევრი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რომელიც 2016 წელს „ღია მმართველობის პარტნიორობას“ შეუერთდა და ვალდებულებები აიღო გამჭვირვალობის, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში 19 სექტემბერს საფრანგეთის  პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადმოიბარა. 
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო თავმჯდომარეობს ორგანიზაციას, რომლის შემადგენლობაშიც, დღეის მონაცემებით, 75 ქვეყანაა.
 „OGP“-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარმოადგენს. საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. 
ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო არენაზე.


(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics