02:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 14:38:52, 653 ნახვა

რეგიონი
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აჭარის მუნიციპალიტეტებს წყლის სისტემის რეაბილიტაციაში დაეხმარება

დღეს სასტუმრო „რედისონში" აჭარაში წყლის სექტორის რეფორმის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საბოლოო ანგარიშის განხილვა გაიმართა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  გერმანიის რეკონსტრუქციისა და გნავითარების ბანკის  ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში აჭარაში წყლის რეფორმის განოხრციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ მხარეებს.

ღონისძიებას სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის", აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის, ბათუმის მერიისა და „ბათუმის წყლის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ზურაბ ოატარაძემ აღნიშნა, პროექტები, რომლებიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში KFW- ს მხარდაჭერით ხორციელდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი აჭარისთვის.

ზურაბ პატარაძემ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  მაღალმთიანი აჭარის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ისეთ პროექტებზე ისაუბრა, როგორებიცაა გაზიფიცირების ისტორიული პროექტი, ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა და  მწვანე ტბის განვითარების გეგმის შემუშავება. 

მისი თქმით, აჭარის სადაბო, სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის  განხორციელება  ერთგვარი გაგრძელება იქნება  აჭარის მთავრობის მხრიდან მუნიციპალიტეტების განვითარებისათვის.

აჭარის წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და გერმანიის რეკონსტურქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დოკუმენტი საკონსულტაციო კომპანია MACS – Energy and Water- მა წარადგინა.

პროექტის განსახორციელებლად აჭარის მთავრობამ  სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსი"  შექმნა, რომელიც კონსულტანტიას  დონორ ორგანიზაციას  გაუწევს და დაეხმარება მუნიციპალიტეტებს  პრიორიტეტების განსაზღვრაში თუ სხვა მიმდინარე საქმიანობაში.

აჭარაში წყლის სექტორის რეფორმა გერმანიის რეკონსტურქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხითა და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდის (NIF) გრანტით დაფინანასდება.

პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 44.000.000 ევროს შეადგენს, ინვესტიციების პერიოდი 7 წელზეა გათვლილი (2018-2024წწ).

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics