06:49 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 14:17:02, 2337 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივლენ

მმართველი გუნდი პრეზიდენტის შეთავაზებას იღებს. როგორც „ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, უმრავლესობის წარმომადგენლები ხვალ პრეზიდენტის სასახლეში მივლენ და კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციებს გამართავენ.

ვოლსკის თქმით, ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება:

„დიახ, უმრავლესობის წარმომადგენლები აუცილებლად მივლენ და მოილაპარაკებენ იმ საკითხებზე, რაც აქტუალურია. ვფიქრობ, ხვალინდელი  შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ დამატებითი არგუმენტების მოსმენა  მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტისთვის. თანაც ეს არგუმენტები მნიშვნელოვანწილად გაზიარებულია ვენეციის კომისიის მიერ. ჩვენ ყველა რესურსი უნდა  გამოვიყენოთ, რათა გავიდეთ ამ საკითხიდან ისე, რომ სახელმწიფოც არ დაზარალდეს  და  კონსტიტუციის სახით შესანიშნავი დოკუმენტი მივიღოთ, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე უჭერს მხარს იმ გარკვეული  შესწორებებით, რასაც პრეზიდენტს ვთავაზობთ“,-განაცხადა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ მმართველი გუნდის შეთავაზება კონსტიტუციის პროექტში ორ შესწორებასთან დაკავშირებით ძალაში რჩება:

„ჩვენი შეთავაზება ძალაში რჩება.  ის  ორი შესწორება შეგვიძლია შევიტანოთ კონსტიტუციის პროექტში, თუნდაც ამისთვის საჭირო იყოს ახალი ინიცირება. კარგი იქნება, თუკი პრეზიდენტი გაითვალისწინებს მოსაზრებებს, მათ შორის ვენეციის კომისიისას, გათვალისწინებს ჩვენს არგუმენტებს და  უფრო სიღრმისეულ ანალიზს გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება და გამოვა ამ ულტიმატუმის ფორმატიდან“,-აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან" შეხვედრის კონკრეტულ თარიღს ასახელებს და მმართველ პარტიას პრეზიდენტთან შესახვედრად ხვალ, ოთხშაბათს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში იწვევს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics