00:17 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 12:19:02, 1913 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ვფიქრობ, საზოგადოებრივი წესრიგი უფრო კარგად უნდა დავიცვათ

უდიდესი უსამართლობა - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებულ თაბორის პროექტთან დაკავშირებით ოპონენტების ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებები.

პრემიერის შეფასებით, თბილისში ხორციელდება უპრეცედენტო, ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის მართლაც ანალოგის არმქონე, ყველასათვის ხელმისაწვდომ 400 ათას კვადრატულ მეტრ მწვანე სივრცეს, სასეირნო თუ სარბენი ბილიკებით, რეკრეაციული ზონით.

 „არ ვიცი, რა დავარქვა იმას, რასაც გასული დღეების განმავლობაში ვხედავთ. არსებობს პოლიტიკური უსინდისობა, არსებობს ადამიანური უსინდისობა და არსებობს ამ ყველაფრის ზღვარი. ჩვენ ვხედავთ ამ ზღვარს იქით გადასულ ადამიანებს. მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ, რადგან ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიის და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ ამ ტყუილით და უსინდისობით მიიპყრონ კიდევ ყურადღება", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური თბილისის მერიასთან გამართულ აქციას გამოეხმაურა, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი გზის გადაკეტვას და 4-5 საათის განმავლობაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქუჩის პარალიზებას ცდილობდა. პრემიერმა საზოგადოებრივი წესრიგის უკეთ დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ისინი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს პუშკინის სკვერის მითვისება. სინამდვილეში საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარე, მიწისქვეშა ტერიტორიაზე პარკინგის მშენებლობაზე. დღეს მერია სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებიც თბილისში 10 პარკინგს ააშენებენ, რადგან თბილისში არ არის პარკინგები. სამწუხაროდ, დღეს პარკინგი ვერ გახდა ბიზნესი, რადგან პარკინგის ღირებულება არ არის ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს მსოფლიოს წამყვან ქალაქებში, ამიტომ პარკინგი ძალიან გვჭირდება. ეს ადამიანი, პრაქტიკულად აბსოლუტურად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება სასტუმროს, რომელიც იქ შენდება. ასევე ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს ბოტანიკური ბაღის მითვისება. სინამდვილეში, საუბარია ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე - სულ რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე, იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღიდან წავკისამდე არსებული გახრიოკებული ფერდობები, რომელზეც ამ პროექტის მშენებლობაა გათვალისწინებული, გამწვანდეს და მოირწყას. ყველაფერს და მათ შორის ტყუილსაც საზღვარი აქვს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა ამას ძალიან კარგად ხედავს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics