|
2017-10-03 11:37:32, 1832 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ენმ-ს აქციაზე: ისინი არიან გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, უსინდისობით მიიპყრონ ყურადღება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის მერიასთან გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა. პრემიერმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც მერიასთან იმყოფებოდნენ, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები უწოდა. „არ ვიცი, რა დავარქვა ამას. არსებობს პოლიტიკური უსინდისობა და არსებობს ადამიანური უსინდისობა, არსებობს ყველაფერ ამის ზღვარი. რასაც ვხედავთ, ეს არის ამ ზღვარს იქეთ გადასული ადამიანები, მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ იმიტომ, რომ ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიის და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, ამ უსინდისობით და ტყუილებით მიიპყრონ კიდევ ყურადღება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს პუშკინის სკვერის მითვისება არ სურს, არამედ საუბარია იმაზე, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგი აშენდეს: „ ამბობენ, რომ პუშკინის სკვერის მითვისება უნდა ბიძინა ივანიშვილს. საუბარია იმაზე, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდეს პარკინგი. დღეს მერია სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებიც თბილისში 10 პარკინგს აშენებენ. სამწუხაროდ დღეს, პარკინგი ვერ გახდა ბიზნესი, იმიტომ, რომ ეს ღირებულება არ არის ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს დღეს მსოფლიოს წამყვან ადგილებში, ამიტომ პარკინგი ძალიან გვჭირდება. ეს ადამიანი პრაქტიკულად აბსოლუტურად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება იმ სასტუმროს, რომელიც იქ შენდება. ბოტანიკური ბაღის მითვისება უნდაო, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე- არაბოტანიკურ ბაღში, საჭიროა სულ რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის დამატება იმისათვის, რომ ეს გახრიოკებული ფერდობები, რომელიც არის ბოტანიკური ბაღიდან წავკისამდე, სადაც არის გათვალისწინებული ამ პროექტის მშენებლობა, გამწვანდეს, მოირწყას და ირიგაცია მოხდეს ამ ახალი ტერიტორიის. ტყუილსაც, ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე სამი პირი დააკავეს. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ადგილზე ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც აქციის მონაწილეებმა მერიაში შესვლა სცადეს. მათ წინააღმდეგობა გაუწია ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. აქციის მონაწილეები საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)