|
2017-10-02 19:26:50, 1977 ნახვა
კომენტარი
კაკაურიძე: 2018 წლის ბიუჯეტის ფისკალური პარამეტრები სავალუტო ფონდის პროგრამას ეფუძნება
„2018 წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი. აღნიშნული ფისკალური ჩარჩო ეფუძნება სსფ-ის სამწლიან პროგრამას, რომელიც სრულად ასახავს მთავრობის პრიორიტეტებს და ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების პროგნოზებს საშუალოვადიან პერიოდში“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2018 წლის ბიუჯეტის თემაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ფისკალური ჩარჩო მოიცავს მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივ შემცირებას და თანხების მიმართვას ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ცნობით, ქვეყნის ფისკალური სტაბილურობის და სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება 2017 წელს დაწყებული ხარჯების ოპტიმიზაცია და 2018 წელს მიმდინარე ხარჯები განისაზღვრება მშპ-ის 23.3%-ის ფარგლებში, მაშინ როდესაც 2016 წელს მიმდინარე ხარჯებზე მშპ-ის 25.9% მიიმართა, ხოლო 2017 წელს მისი წილი 24.8%-მდე შემცირდა, ხოლო 2021 წლისთვის ეს რიცხვი 20.8%-მდე შემცირდება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსებას ზრდას, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ისინი გაზრდის საქართველოს სატრანზიტო და ტურისტულ პოტენციალს, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას მისცემს. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2018 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 940 მლნ ლარით იზრდება, მათ შორის, ზრდაა საგადასახადო შემოსავლების ნაწილში - 650 მლნ ლარის ფარგლებში. „რაც შეეხება ხარჯებს, ამ მიმართულებით ყველაზე დიდი ზრდაა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფარგლებში - 572 მლნ ლარი. ეს დაფინანსება მთლიანად მიემართება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა დააჩქაროს. ასევე ჩვენ არ ვცვლით სოციალური მიმართულებით ხარჯების დაფინანსების პოლიტიკას - ჯანდაცვის პროგრამები ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ჯამში, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 109 მლნ ლარით. აგრეთვე იზრდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 60 მლნ ლარით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
(NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)