06:49 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 16:48:56, 1982 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: კავშირები ყველაზე დასავლურ და ყველაზე აღმოსავლურ ევროპულ ქვეყნებს შორის უნდა განმტკიცდეს

საქართველოს და პორტუგალიის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს მარსელო რებელო დე სოუზას გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისათვის მადლობაგადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრებზე სახელმწიფოებს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების საკითხებიგანიხილეს.

"ბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით გამოვხატო ის აღტაცება, რომელიც მე და დელეგაციის წევრებს გვაქვს თქვენს მშვენიერ ქვეყნაში სტუმრობისას.

ჩვენ შევხვდით ბრაზილიაში შარშან და მაშინვე ნათლად დავინახე, რომ უაღრესად ბევრი შეგვიძლია გავუზიაროთ ერთმანეთს, უაღრესად ბევრი შეგვიძლიაგავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს ხალხებს მივცეთ მეტი და ახალი შესაძლებლობები.

ბატონო პრეზიდენტო, მინდა ხაზგასმით მადლობა გამოვხატო თქვენს და, ასევე პორტუგალიის ხელისუფლების მიმართ იმ სტაბილური მხარდაჭერისათვის,რომელსაც ჩემი სამშობლო 25 წელიწადია იღებს თქვენი ქვეყნისგან მთავარ საკითხებზე, რომელიც ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსს ეხება - იქნება ეს ნატო-შიინტეგრაცია, ევროინტეგრაციის პროცესი, მყარი მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული სუვერენიტეტისა, რომელიც ჩვენი მეზობელი რუსეთის მიერააშელახული. ყველა ამ საკითხზე ჩვენ პორტუგალიისგან გვაქვს მტკიცე, პრინციპული მხარდაჭერა და მე მადლობელი ვარ ამისათვის.

დარწმუნებული ვარ, რომ დიდ პოტენციალს, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკის, კულტურის, სამეცნიერო გაცვლის, ტურიზმისთვალსაზრისით კიდევ უფრო მეტი გასაქანი მიეცემა, როდესაც თქვენ ჩამობრძანდებით საქართველოში.

მე დღეს თქვენ გითხარით, რომ მე ვარ ყველაზე აღმოსავლური ევროპის ქვეყნიდან ჩამოსული ევროპის ყველაზე დასავლეთ ქვეყანაში.

მე ვფიქრობ, რომ ეს კავშირები ყველაზე დასავლურ ევროპულ ქვეყანასა და ყველაზე აღმოსავლურ  ევროპულ ქვეყანას შორის კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს.

ბატონო პრეზიდენტო მე მაქვს შესაძლებლობა მადლობა გითხრათ თქვენ,  თანამშრომლობის იმ სულისკვეთებისათვის, რომელსაც შეუძლია ჩვენი ხალხებისთვისუკეთესი შესაძლებლობების გახსნა და ამავე სულისკვეთებით იმედი გამოვხატო, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

დიდი მადლობა გულითადი მხარდაჭერისა და ამ მასპინძლობისთვის",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პორტუგალიის პრეზიდენტმა მიიღო გიორგი მარგველაშვილის შეთავაზება საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტებისგააქტიურებით ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირები ღრმავდება.

პორტუგალიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე და პრინციპული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული დაევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics