|
2017-10-02 15:57:15, 2200 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიაში პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
პორტუგალიაში საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესაამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფოციალური ცერემონია ქალაქ ლისაბონში, ბელემის სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს და პორტუგალიის სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი. გიორგი მარგველაშვილმა და მარსელო რებელო დე სოუზამ ბელემის სასახლეში პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები გამართეს. საქართველოს პრეზიდენტმა პორტუგალიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია და აღნიშნა, დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურება ახალი სტიმული იქნება ორი ქვეყნის პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებისათვის. გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართები, ე.წ. "საზღვრის ნიშნები" და სხვა ხელოვნური ბარიერები სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, პორტუგალიისა და პოტრუგალიურენოვანი ქვეყნების ალიანსის მხარდაჭერის მნიშვნელობა. მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ ევროპისა და ნატო-ს მომავალი სამიტების მზადების შესახებ. განიხილეს საქართველოსათვის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის დღის წესრიგი. საქართველოს პრეზიდენტმა ბელემის სასახლეში ჩანაწერთა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა და გულთბილი მასპინძლობისათვის პორტუგალიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. ,, ჩვენ დღეს უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი ქვეყნების შემდგომი თანამშრომლობისგასაღრმავებლად. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უკეთესი მომავლისშექმნას ჩვენი ხალხებისა და ჩვენი საერთო ევროპული ოჯახისათვის'' ,- აღნიშნულია ჩანაწერში. საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში რევაზ ბეშიზე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შედგა საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი პორტუგალიაში. ,,პრეზიდენტებმა ორმხრივ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხებზე და მათი არაღიარების პოლიტიკაზე, რომელშიც პორტუგალიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, პორტუგალიურენოვან ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხში" , - აღნიშნა აბაშიშვილმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)