12:25 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 13:01:50, 697 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ლარის გამყარების ყველა ფუნდამენტური საფუძველი არსებობს

„ყველა ფუნდამენტური საფუძველი არსებობს,  ვიფიქროთ,  რომ ლარის კურსის გამყარება უნდა დაიწყოს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ლარის კურსის დევალვაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

კვირიკაშვილის  განმარტებით, ოპონენტების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთში რუბლის დასტაბილურება ხდება თავისი ახსნა აქვს.

„რუსეთში 200 % -იანი დევალვაცია იყო, ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ზემდეტი კონვერტაცია  და  უკუკორექტირება ხდება“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, ზაფხულში მეტი სავარაუდო  სავალუტო შემოდინებები  იქნება ქვეყანაში.

„ლარის კურსი თითქმის  ახლოს არის ფუნდამენტთან.  ეროვნული ვალუტა დღეს ზედმეტად გაუფასურებულია , თუმცა ყველა საფუძველი არსებობს, რომ ვივარაუდოთ სერიოზულ ცვლილებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. პირიქით,  ზაფხულში  ქვეყანაში მეტი სავალუტო  რესურსი შემოედინება. წინა საპრივატიზაციო პროცესი არ დასრულებულა , ბევრი ობიექტი გავა პრივატიზაციაზე და არანაირი სერიოზული გაუფასურება არ მოხდება, მინდა დავამშვიდო მოსახლეობა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics