2017-10-02 10:02:58, 2048 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს თბილისის მერიასთან აქციას გამართავს
„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 14:00 საათზე თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 30 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე დაანონსა.
„არ დავუთმობთ ბოტანიკურ ბაღს, არ შევეგუებით იმას, რომ 1 ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი და არ შევარჩენთ, რომ მისი პანორამა თბილისი ამახინჯებდეს თბილისის ისტორიულ ნაწილს, არ ვაპირებთ ფარ-ხმალის დაყრას არჩევნებამდე. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ,ბუნებრივია ყველა ის უკანონო გადაწყვეტილება გაბათილდება, რომელიც თბილისის წინააღმდეგ იყო მიმართული“,-აღნიშნა უდუმაშვილმა.
ავტორი: ,