06:01 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 21:30:29, 2152 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ხელისუფლების მაღალ პრიორიტეტებს შორის არის ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება

პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის ჩინეთთან კიდევ უფრო გააღრმავოს ურთიერთობები როგორც ეკონომიკის  ასევე კულტურის და სხვა სფეროების მიმართულებით.

როგორც კვირიკაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 68-ე წლისთავისადმი მიძღვნილ  ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ჩინეთი საქართველოს სამ უდიდეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა და ქვეყნის ეკონომიკაში უმსხვილესი ინვესტორია. 

„2015 წელს ჩვენმა მთავრობამ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ წარმატებით უმასპინძლა და დიდი სიამოვნებით უნდა აღვნიშნო, რომ წელს, 28-29 ნოემბერს, თბილისი უმასპინძლებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის” მეორე ფორუმს“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ  საქართველო მზად არის მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან კიდევ უფრო განავითაროს ურთიერთობები. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics