02:41 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 17:25:25, 568 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე სავაჭრო ცენტრ „ბლექ სი მოლი“-ს გახსნას დაესწრო

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, „ვისოლ ჯგუფის" შვილობილმა კომპანიამ „ემ პე დეველოპმენტი" სავაჭრო ცენტრი - ,,ბლექ სი მოლი" გახსნა.

სავაჭრო ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან ერთად დაესწრო.

ზურაბ პატარაძემ სავაჭრო ცენტრი დაათვალიერა „ვისოლ ჯგუფის" ხელმძღვანელთან სოსო ფხაკაძესთან ერთად. მისი თქმით, სავაჭრო ცენტრი ,,ბლექ სი მოლი" ხელს შეუწყობს ტურისტულ ქალაქში ახალი სერვისების შექმნასა და განვითარებას, ასევე ადგილობრივი კადრების დასაქმებას.

10,015 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსებული სავაჭრო ცენტრი საკუთარ სივრცეში 22 უცხოურ და ადგილობრივ ბრენდს აერთიანებს.

სავაჭრო ცენტრში უკვე ფუნქციონირებს ფრანგული ჰიპერმარკეტების ქსელი „კარფური" და ცნობილი ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი" და „დანკინ დონატსი". დღეიდან ცენტრს ტექნიკისა და ტექსტილის ახალი მაღაზიები შეემატა. ჰიპერმარკეტი საოჯახო ნივთების კომფორტულ გარემოში შეძენისა და გართობა-დასვენებისთვის საუკეთესო სივრცედ იქცა.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics