|
2017-09-29 17:07:51, 2001 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით ცდილობს გავლენა მოახდინოს ამომრჩევლებზე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აგიტაციას კანონდარღვევით ახორციელებენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა მდინარაძე აღნიშნული ფაქტის შესწავლის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს და აცხადებს, რომ საკითხი დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს. „დღეს ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, თუ როგორ ცდილობს ნაციონალური მოძრაობა, გავლენა მოახდინოს ამომრჩევლებზე, მათთვის დამახასიათებელი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებით. ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული, ბათუმის N1 უბნის საარჩევნო კომისიის წევრი მარინა ჟღენტი ღიად ახორციელებს ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო აგიტაციას. აღნიშნული ქალბატონი მოქალაქეს აწვდის შესაბამის დოკუმენტაციას და ამასთანვე აწვდის ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო მასალას, რაც აშკარა კანონდარღვევაა. ეს ქმედება აკრძალულია საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, რაც გულისხმობს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას და აგიტაციაში მონაწილეობის აკრძალვას საარჩევნო კომისიის წევრისათვის“, - განმარტავს მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, ვიდეომასალაში საარჩევნო კომისიის წევრი მკაფიოდ აღნიშნავს, რომ დავალება მიღებული აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიდან. „მოცემული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაციონალური მოძრაობის რეალური სახე არის ეს, თუ როგორ ცდილობენ ისინი ნებისმიერი მეთოდით გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე, როგორც ამას აკეთებდნენ თავიანთი მმართველობის მთელ პერიოდში. აქედან გამომდინარე, მივმართავ ცესკოს დაუყოვნებლივ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და მოახდინოს მკაცრი რეაგირება მოცემულ ფაქტზე“ - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა. იხილეთ ჩანაწერი: https://www.facebook.com/maxo.varshanidze.9/videos/505519186482424/
(NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)