2015-04-30 10:55:37, 306 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ინიცირებული, მეორე მოსმენით ჩავარდა.
აღნიშნულ პროექტს 49 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თუმცა, მეორე მოსმენით, რომ გასულიყო 54 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
პროექტის თანახმად, ბავშვს, რომელსაც 31 დეკემბრამდე 6 წელი უსრულდება, სკოლაში შესვლის საშუალება ექნებოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან