|
2017-09-28 17:17:34, 1769 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: მგონი, „ქართული ოცნებაც“ თანხმდება, რომ ვეტო რთული ვითარებიდან გამოსავალია
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ 20-მდე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში საკონსტიტუციო ცვლილებებისა და მმართველი გუნდის ინიციატივის განსახილველად შედგა. გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და შექმნილი ვითარება მიმოიხილა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, უკვე ყველა თანხმდება, მათ შორის კონსტიტუციის მიმღები „ქართული ოცნებაც“, რომ დღეს ვეტო არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალს წარმოადგენს. "დღეს აქ შევიკრიბეთ, ის ჯგუფი, რომელმაც ძალიან პოზიტიურად და ეფექტურად იმუშავა სულ რამდენიმე კვირის წინ, როდესაც სრულიად განსხვავებული შეხედულების პოლიტიკურმა ძალებმა შეძლეს და შექმნეს არსებული კონსტიტუციის პროექტის კომენტარებისა და შესწორებების ერთიანი თანხმობის დოკუმენტი. ეს დოკუმენტი გავუზიარეთ საზოგადოებას, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხაროდ პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, ის დოკუმენტი, რომელიც საუკუნეებს უნდა უძლებდეს, მაგრამ რომელმაც საათებსაც ვერ გაუძლო. ჩვენ მოვისმინეთ მმართველი პარტიის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ არ მიღებული, ხელმოუწერელი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია, უკვე თურმე ჩასასწორებელია ორ საკითხთან დაკავშირებით. ხაზს ვუსვამ, ეს ორი საკითხი, იმ სიიდანაა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვთავაზობდით მათ ჩასასწორებლად. ამასთან, ეს ის ორი საკითხია, რომელიც ვალდებულებად აიღო "ქართულმა ოცნებამ", რომ შეასწორებდა. კონსტიტუციის ასეთი სწრაფად და ასეთი დინამიკით მიღება, ჯერ არ არის მიღებული და უკვე ჩასასწორებელია, ვიტყოდი, რომ არაორდინარულია. ეს არაორდინარულობა, არ წარმოადგენს ამ ეტაპზე რაიმე პოლიტიკურ სირთულეს, ეს ქვეყნის სირთულეა და მე მინდა, რომ დღეს ჩვენ შევიკრიბოთ იმისათვის, მოვიფიქროთ, პოზიტიურად როგორ გამოვიდეთ შექმნილი რთული ვითარებიდან. როგორც ვხედავ, დღეს არ არის "ქართული ოცნების" წარმომადგენელი; ეს დასანანია. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ, როდესაც საუბარია ქვეყნის რთული ვითარებიდან გამოყვანაზე, მე მზად ვარ, ჩემი კარი ყოველთვის ღიაა ამ საკითხზე სათათბიროდ. ჩვენ უკვე იმის კარგი გამოცდილება გვაქვს, თუ როგორ შეძლეს განსხვავებული შეხედულების პოლიტიკოსებმა ერთ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა და თანაც იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც, ახლა თურმე ჩასწორების სახით არის შემოთავაზებული. ის, რომ ვეტო არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალია, მგონი უკვე ყველა თანხმდება - კონსტიტუციის მიმღები "ქართული ოცნებაც". ალბათ, თქვენც გამიზიარებთ თქვენს შეხედულებას. ვფიქრობ, რომ ერთად უნდა დავიწყოთ მუშაობა იმასთან დაკავშირებით, როგორ გამოვიდეთ ამ რთული ვითარებიდან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)