00:14 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 16:53:20, 1910 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე: „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან ლაპარაკს გაურბის

""ქართული ოცნება" არღვევს ყველა მოლაპარაკებას, რომელიც აწარმოა ვენეციის კომისიასთან და ახლა უნდა ჩაითრიოს ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტი",- ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში განუცხადა, სადაც საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ ძალებთან შეხვედრა იმართება.

"ქართული ოცნება" აგრძელებს თავის დესტრუქციულ პოზიციას  კონსტიტუციასთან მიმართებაში. მისი თვითმიზანია, რომ გაიფორმოს ავტორიტარიზმი საკონსტიტუციო ცვლილებებით. ის არღვევს ყველა მოლაპარაკებას, რომელიც აწარმოა ვენეციის კომისიასთან და ახლა უნდა ჩაითრიოს ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტი. ვფიქრობ, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პრინციპული. არის კონკრეტული პუნქტები, რომელიც სრული კონსენსუსით, ოპოზიციური სპექტრის, სამოქალაქო სექტორის, საზოგადოების და პრეზიდენტის მონაწილეობით გადაგზავნილია შენიშვნების სახით კონსტიტუციასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ამ ცვლილებას არ ვეთანხმებით, წავედით ამ კომპრომისზე, ახლა მათზეა ყველაფერი",-აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე შეფასებით,  პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტს  ვეტო უნდა დაადოს:

" რადგან პრინციპული და მყარი უნდა იყოს პოზიცია. ჩვენ უნდა კიდევ  ერთხელ ხაზი გავუსვათ, თუ ქართული ოცნება კომპრომისზე არ მიდის, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ აპირებენ ხელისუფლების უზურპაციას. შეხვედრაზე მოვისმენთ პრეზიდენტის არგუმენტებს. სამარცხვინო , რომ "ქართული ოცნება" გაურბის ოპოზიციასთან ლაპარაკს. ეშინია?! თუ არგუმენტი აღარ დარჩა და ამით რაღაცას გადაწყვეტს. ეს არის მხდალი, მშიშარა პარლამენტარების პოზიცია და სხვა არაფერი", - განაცხადა ვაშაძე.

"ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სასახლეში  ამ დრომდე არ მისულან.

 

როგორც ცნობილია, მათთვის შეხვედრის ეს ფორმატი მიუღებელია. საპარლამენტო უმრავლესობას სურს, საკუთარი ინიციატივის განსახილველად პრეზიდენტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგნელების გარეშე შეხვდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics