|
2017-09-27 13:05:57, 2285 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი კონსტრუქციულ პოზიციას გამოავლენს და მის შეთავაზებას დათანხმდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი კონსტრუქციულ პოზიციას გამოავლენს და მის შეთავაზებას დათანხმდება. როგორც კობახიძემ განმარტა, შეთავაზება ეხება კონსტიტუციაში მხოლოდ ორ საკითხზე ვეტოს დადებას. „იმედი მაქვს ამ შემთხვევაში პრეზიდენტი გამოავლენს ამ შემთხვევაში კონსტრუქციულ პოზიციას და სწორედ ასეთი ფორმით გამოიყენებს ვეტოს უფლებას. ჩვენი შეთავაზებაა, რომ პრეზიდენტმა ორი ნაწილის მიმართ გამოიყენოს ვეტო. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“,-განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე - დაადებს თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტოს, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. „ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. პარლამენტი იმოქმედებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. პრეზიდენტის გადასაწყვეტია დაადებს თუ არა ვეტოს კანონპროექტს“,- განაცხადა კობახიძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)