05:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 11:14:56, 1718 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძემ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტისთვის მზადების საკითხები განიხილა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა 26 სექტემბერს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხები განიხილეს .

სახელმწიფო მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისარს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმების, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესის, ასევე, წესების დარღვევის პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებზე. იოჰანეს ჰანმა აღნიშნა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნის მიერ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი პროგრესი, ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის რეფორმების განხორციელების მხრივ ლიდერი ქვეყანა და მადლიერება გამოხატა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და სამშვიდობო თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში მიმდინარე ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისათვის. „გვიახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტი, სადაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა პრაგმატულ წინსვლას გააკეთებს ქვეყანა და წამოიღებს უფრო მეტ დახმარებას სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით როგორიცაა თავდაცვა, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება, როგორიც არის რეფორმების გატარებაში მხარდაჭერა“-აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. შეხვედრის დასასრულს ვიქტორ დოლიძემ ევროკომისარს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება მიულოცა.

ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) გენერალური დირექტორის მოადგილესთან კატერინა მატერნოვასთან და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან იოან მირჩეა პაშკუსთან. მხარეებმა   ასოცირების შეთანხმების წარმატებით შესრულების, სამიტისთვის მზადების, ევროკავშირის დახმარებების დაგეგმვისა და ეფექტიანობის გაზრდის, ასევე, ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით ქმედითი ღონისძებების ჩატარების საკითხები განიხილეს. ასევე, მიმოიხილეს რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

ევროკავშირთან საქართველოს მისიაში გაიმართავიქტორ დოლიძის შეხვედრაც ევროკომისიის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის კომიტეტში (COEST)ევროკავშირისწევრიქვეყნებისწარმომადგენლებთან. სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების და მისივე შემადგენელი თავოსუფალის სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების, საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.სხვადასხვა სფეროში მიმდინარე, თუ დაგეგმილ რეფორმებზე დეტალურად ინფორმაცია მიაწოდეს შეხვედრის მონაწილეებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა და ევროკავშირის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გრძელიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics