00:50 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 17:18:16, 396 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ბოძაშვილი: პრემიერ–მინისტრი მოვალეობის შემსრულებელია

ამ დროისთვის მთავრობა და მათ შორის პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოვალეობის შემსრულებელია. თუმცა, მოქმედი  მთავრობა ლეგიტიმურია, სანამ პარლამენტი ახალ მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ კონსტიტუციონალისტმა ლევან ბოძაშვილმა განუცხადა.

 „დავით უსუფაშვილმა სწორი განცხადება გააკეთა, მთავრობა მოქმედებს და ლეგიტიმურია მანამ, სანამ ახალი მთავრობა არ მიიღებს ნდობას.  ამ ეტაპზე მთელი მთავრობა და მათ შორის პრემიერ–მინისტრიც არის მოვალეობის შემსრულებელი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას უფლებამოსილება და ლეგიტიმაცია არ აქვს. ასეთი ჩანაწერი 2010 წელს საკონსტიტუციო კომისიამ გააკეთა, რომელმაც ასეთი ცვლილებები შეიმუშავა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრემიერი გადადგება და სანამ პარლამენტი ახალ პრემიერს შესთავაზებს, აირჩევს ან დაამტკიცებს ახალ მთავრობას, მანამდე ყველა შემთხვევაში მოქმედი მთავრობა არის მოვალეობის შემსრულებელი. სხვა შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ ქვეყანას არ ეყოლებოდა მთავრობა, ამიტომ აბსურდამდე მივიდოდით“, – აღნიშნა ბოძაშვილმა.

პროცედურულად, კონსტიტუციონალისტის თქმით, ერთი კვირის ვადაში პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობასთან შეთანხმებით პრემიერ–მინისტრის კანდიდატურას წარადგენს, ამის შემდეგ, ერთი კვირის ვადაში პრემიერი სამთავრობო პროგრამასთან ერთად მთავრობის ახალ შემადგენლობით წარსდგება. 

ბოძაშვილი ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ახალ სამთავრობო გეგმას არ წარადგენს, რადგან მან პრეზიდენტსა და პარლამენტს მთავრობის დაჩქარებულ ვადებში დამტკიცების თხოვნით მიმართა.

რაც შეეხება პრეზიდენტს, ლევან ბოძაშვილის განცხადებით, ის „სამოქმედო არენაზე“ იმ შემთხვევაში გამოდის, თუ პარლამენტი მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი იძულებული იქნება პარლამენტი დაითხოვოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics