16:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 17:10:06, 2019 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს საჰაერო კარიბჭეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს საჰაერო კარიბჭეა. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ როგორც საერთაშორისო, ისე, ადგილობრივი ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტებში, მგზავრთა 48%-იანი ზრდა გვაქვს.

"ამ პროექტის განხორციელებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამიერიდან წელიწადში 4 მილიონი მგზავრის მოემსახურებას შეძლებს. იცით, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ  ჩაეყარა საფუძველი მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობას. მშენებლობა დაგეგმილზე ადრე დაიწყო იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მგზავრთა ნაკადი და, შეიძლება ითქვას, რომ ზრდის სისწრაფემ ყველანაირ  მოლოდინს გადააჭარბა. სტატისტიკა მოწმობს მგზავრთა ნაკადის მზარდ ტენდენციას, რომელიც გვაქვს ქვეყნის სამივე აეროპორტში. უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა წინა წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით,  -  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა 43%-იანი ზრდა გვაქვს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში - 56%-იანი ზრდა გვაქვს,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  82%-იანი ზრდა გვაქვს. ჯამურად, საქართველოს ყველა აეროპორტში, როგორც სამივე საერთაშორისო, ისე, ადგილობრივი ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტებში, მგზავრთა  48%-იანი ზრდა გვაქვს.  და რა თქმა უნდა,  ამ დროის მონაცემებით, თბილისის აეროპორტში ფრენები უკვე 42 ავიაკომპანიის მიერ 45 მიმართულებით განხორციელდა. სასიხარულოა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ იქცა რეგიონის საავიაციო ბაზარზე. ჩვენ ეს განსაკუთრებით გვახარებს გამომდინარე იქედან, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის საჰაერო კარიბჭე და ყველაზე მნიშვნელოვანი ჭიშკარი ქვეყანაში შემოსვლისთვის. 

აღსანიშნავია, რომ ,,ტავ ჰოლდინგმა“ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში უკვე 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ტერმინალის გაფართოება-მშენებლობაში 60 მილიონ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა. გაფართოვდა გაფრენის დარბაზი, ტერმინალს დაემატა გასასვლელი ხიდები, მოეწყო ახალი ავტოსადგომი და ავტობუსების გასასვლელები, რაც უზრუნველყოფს უფრო ეფექტიან მომსახურებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 
 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics