|
2017-09-26 16:11:27, 2221 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე უმრავლესობას: თქვენი კონსტიტუციის თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, ქართველი ხალხი მმართველ გუნდს "კრიზისული დოკუმენტის" მიღებას არ აპატიებს. როგორც გოცირიძემ რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ოპოზიცია "მმართველი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ხალხზე ძალადობის მოწმეა". "ეს არის კონსტიტუცია, რომელსაც არ ჰყავს არსად არც ერთი მხარდამჭერი, გარდა ერთადერთი პარტიისა. ვინ გიჭერთ გარეთ მხარს?! ვენეციის კომისიის დასკვნა ნახეთ ბოლოში, რომ არის უარყოფითი. ვენეციის კომისია არის ევროკავშირი. თქვენ ერთი სატელიტი პარტიაც კი, ვერ მოძებნეთ მიუხედავად იმისა, რომ გაქვთ ძალიან ბევრი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი. ერთი მაინც ვერ მოძებნეთ, რომელიც გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ეს კონსტიტუცია მოსწონს. ერთი სერიოზული არასამთავრობო ორგანიზაციაც ვერ მიიმხრეთ რომელიც ნამუსზე აიღებდა ხელს და ამ დოკუმენტს გაამართლებდა. უფრო მეტიც, ერთი ექსპერტი ტელევიზიითაც კი ვერ გამოაჩინეთ, რომელიც იტყოდა, რომ ეს კონსტიტუცია კარგია. არადა, არ გაკლიათ არც მასმედია და არც ექსპერტების ნაკლებობა. 2030 -ის მთელი საექსპერტო სამყარო შეკარით და 5-6 კაცი პარლამენტშიც არის. სად არიან ახლა ისინი? აქ ხატოვანი გამონათქვამები გაისმა და ძველი კონსტიტუცია ადამიანის სხეულებს შეადარეთ. ამ კონსტიტუციის თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები. აი ამაშია საქმე და თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ კონსტიტუციის შექმნაში. ეს არის ამ კონსტიტუციის ფიზიონომია. 7 წლის შემდეგ მოატყუეთ სხვები, რადგან 7 წლის შემდეგ აქ მჯდომის სახელი და გვარი არავის ემახსოვრება. ეს არის კრიზისული დოკუმენტი და ქართველი ხალხი ამ დოკუმენტის მიღებას არ გაპატიებთ”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)