00:50 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 16:31:17, 460 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ოლიგარქის მმართველობის შეცვლა რიგგარეშე არჩევნების გზით არის შესაძლებელი

„ოლიგარქის მმართველობის შეცვლაა გამოსვალი და ოლიგარქის მმართველობის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების გზით“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობაში განვითარებულ  მოვლენებთნ დაკავშირებით ბაქოში  განაცხადა. 

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების შედეგად საქართველოში უნდა მოვიდეს მთავრობა, რომელიც ფართო, წარმომადგენლობითი.

"ოლიგარქის მმართველობის შეცვლაა გამოსვალი და ოლიგარქის მმართველობის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების გზით. რიგგარეშე არჩევნების შედეგად საქართველოში უნდა მოვიდეს მთავრობა, რომელიც იქნება ფართო წარმომადგენლობითი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობიაო, ჩვენ ახლა თავიც გავიტეხეთ  და სახელიც“.

„არ ვიცი, როგორ უნდა დავბრუნდეთ, მაგრამ მე ვფიქრობ მოვახერხებთ დაბრუნებას. „ამ ქვეყანაში ამდენი წლის განმავლობაში სიმწრით ვაგროვეთ ჩვენი საერთშორისო რეპუტაცია, ჩვენი საერთაშორისო კონტაქტები, ჩვენი სახელი, ავტრორიტეტი და რისთვის? იმისათვის, რომ ერთი ტლუ, გაუნათლებელი, ბნელი ოლიგარქი მოსულიყო და ყველაფერი ეს ქარს გაეტანებინა, იმისათვის, რომ თავისი პირადი ხუშტურები ეკმაყოფილებინა“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics