|
2017-09-26 13:03:06, 1945 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: კონსტიტუცია, რომელსაც მივიღებთ, ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს მთლიანად პასუხობს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კონსტიტუციის პროექტისთვის პარლამენტში მესამე მოსმენით დაგეგმილ კენჭისყრას გამოეხმაურა. კვირიკაშვილის თქმით, დოკუმენტი უპრეცედენტო სახალხო ჩართულობის შედეგად შემუშავდა. მისივე განმარტებით, ოპოზიცია ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ ეს ერთი პარტიის დოკუმენტია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. „ამ განხილვების პროცესში მონაწილეობდნენ პარტიები , ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ასეთი პროცესი იყო უპრეცედენტო, რადგან ჩვენ პირადად მომსწრე ვართ იმ პარტიების მმართველობის პერიოდში, რომლებიც დღეს ჩვენ დღეს გვაკრიტიკებენ ე.წ. კონსესუსის ნაკლებობის თუ არ ქონის გამო, კონსტიტუციის ისე მიღებას, როდესაც საერთოდ მსგავსიც კი არაფერი ყოფილა საქართველოში ასეთი განხილვების სახით. დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არიის ვენეციის კომისიის მიერ შეფასებული, როგორც დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებს. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ვენეციის კომისიამ ეს დოკუმენტი შეაფასა, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯი და ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ასეთი დოკუმენტი შეიქმნა, რომელიც მნიშვნელოვნად აბალანსებს ძალაუფლებას ქვეყანაში, ეფუძნება ძლიერ პარლამენტს, ძლიერ მთავრობას სასამართლოს და ზეპარტიულ პრეზიდენტს. ასევე მთელი როგი მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომელსაც არ ჩამოვთვლი”,-აღნიშნა პრემიერმა. მან ასევე ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც ხელისუფლება დათმობაზე წავიდა: „როგორც ბოლო ნაბიჯი კონსესუსის მიღწევის გზაზე, ჩვენ დავთანხმდით ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, ეს იყო პრეზიდენტის კიდევ ერთხელ არა 5 წლით, არამედ 6 წლით პირდაპირი წესით არჩევა, რათა 2024 წელს, როდესაც პროპორციულ წესზე გადასვლა მოხდება ერთდროულად მოხდეს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესზე გადასვლა. თავისთავად პროპორციულ პარლამენტზე გადასვლა არის უდიდესი ნაბიჯი დემოკრატიის განვითარებისთვის ქვეყანაში და ასეთი რამ მიუღწეველი იყო წლების განმავლობაში და ყველა ოპოზიციონერისთვის იყო სანატრელი. ეს არის აღსანიშნავი და ბოლო ნაბიჯი რაც იყო, იყო 5%-დან 3%-ზე ბარიერის დაწევა 2020 წლისთვის ერთი მოწვევის პარლამენტისთვის, ასევე ბლოკების აკრძალვის ერთი მოწვევით გაუქმება, ანუ კიდევ ერთი მოწვევით ბლოკების დაშვება 2020 წლის არჩევნებზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი საკითხები იქნა შეტანილი კონსტიტუციაში, როგორიც არის მაგალითად, სასოფლო სამეურნეო მიწის გასხვისების აკრძალვა მოქალაქეობის არ მქონე პირებზე. ეს არის საპარლამენტო ოპოზიციისთვის მნიშვნელოვნად გაზრდა უფლებების, მათ შორის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება, ეს არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვნად ამაღლება და შრომითი უფლებების დაცულობის გაცილებით უფრო მაღალი ხარისხი, ეს არის გარდამავალ დებულებებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირება, ეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინება ქორწინების დეფინიციასთან გათვალისწინებით, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, კონსტიტუცია, რომელსაც ვღებულობთ, მთლიანად პასუხობს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს და ქვეყნის განვითარების დღის წესრიგს”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან იმედი გამოთქვა, რომ მესამე მოსმენით მიიღებენ კონსტიტუციას, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)